пятница, 3 июля 2015 г.

ინტელის პროექტი

"აპართეიდი"


ინტელის პროექტის რეფლექსია

გავეცანით :ინტელის ძირითადი პროექტის მიზნებს და ამოცანებს,ტრენინგის მოდულებს, პროექტის გეგმის შაბლონს, განვიხილეთ პროექტების დაგეგმვა,  სასწავლო  ღონისძიებები, ეფექტურად დაგეგმვა, პროექტის მახასიათებელის ჩეკლისტი, შევქმენით ბროშურის ნიმუში.
     განვიხილეთ ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტები, ამოვიწერეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი ინდიკატორები. ეროვნული სასწავლო  გეგმიდან ამოვწერეთ 21- საუკუნის  ის უნარ-ჩვევები,რომლებიც გამოუმუშავდებათ მოსწავლეებს პროექტზე მუშაობისას. დავისახეთ პროექტის სასწავლო მიზნები, ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე.  
  გავეცანით პრეზენტაციის აწყობის ტექნიკას,ვისწავლეთ როგორ მოვახერხოთ 21- საუკუნის უნარ-ჩვევების სასწავლო პროექტში ინტეგრირება.ვიმუშავეთ გამოკითხვის ფორმების შექმნაზე.

   შევქმენით სასწავლო პროექტის პრეზენტაცია, განვიხილეთ საავტორო უფლებები. ვისწავლეთ კითხვარის შედგენა. დავგეგმეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები. გავუზიარეთ ერთმანეთს მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაციის ნაშრომები. ბლოგზე ავტვირთეთ ტრენინგზე შექმნილი  პორტფოლიო. ტრენინგი საჭირო უნარ-ჩვევების მომცემი იყო.