воскресенье, 25 мая 2014 г.

გაკვეთილის გეგმები


პროექტები

ევოლუცია & კრეა



პრეზენტაციის თემა: "ევოლუცია და კრეაციონიზმი"


მონაწილეები:  X  და  IX  კლასის მოსწავლეები

პრეზენტაციის ნაწილის შინაარსი:  მოსწავლეებმა ისაუბრეს სამყაროს  წარმოშობის მეცნიერული და  კრეაციონული კონცეფციების შესახებ

1. რეზო კვირიკაშვილი (X კლასი)
ისაუბრა ევოლუციურ თეორიაზე - როგორც ცოცხალი ბუნების ისტორიული  განვითარება ერთი ფორმის ორგანიზმთა მეორედ გარდაქმნის გზით, სახეობათა ცვალებადობის დასაბუთება,  ორგანიზმთა განვითარების მიზეზებისა და კანონზომიერებათა დადგენა მათი თავდაპირველი წარმოშობიდან დღემდე. ისაუბრა კრეაციონიზმზე, როგორც - იდეალისტური მიმართულება ბიოლოგიაში, რომელსაც მიაჩნია რომ სამყაროს, დედამიწის, სიცოცხლის წარმოშობა, ორგანული სამყაროს ფორმირების მრავალფეროვნება  ღვთის შემოქმედების შედეგია. 
 მოიყვანა შედარებები ევოლუციურ შეხედულებასა და ბიბლიურ  მოწმობას შორის. დედამიწის განვითარების ერები და პერიოდები შეუსაბამა "შესაქმეს" დღეებს.

2. ქეთი ბრეგვაძე (IX კლასი)
ისაუბრა დედამიწის ასაკზე, თუ როგორ ითვლის მას მეცნიერება და რელიგია. მოგვაწოდა ინფორმაცია თუ სად და როგორ დაიწყო კრეაციონიზმისა და ევოლუციონიზმის კონფრონტაცია. ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი  ჩ. დარვინის ევოლუვიური თეორიის  დამამტკიცებელი საბუთების  და ბიბლიის სწავლების შესახებ. 
წარმოადგინა სამეცნიერო დარგების  დამფუძნებელი კრეაციონისტი მეცნიერები. ისაუბრა ჩ. დარვინის ცხოვრების მნიშვნელოვან  ეპიზოდებზე, ასევე თუ როდის ჩაეყარა ევოლუციონიზმს საფუძველი.


3.  შოთა ჯინჯიხაძე (IXკლასი)
განიხილა მაკრო და მიკრორევოლუციის რაობა მეცნიერების და რელიგიის ასპექტში. განმარტა თუ როგორ ხდება ნამარხი ორგანიზმების ასაკის დადგენა. ისაუბრა ანთროპულ პრინციპზე.


4. მარიამ ნიქაბაძე (IX კლასი)

ისაუბრა თუ როგორ აღწერდნენ ბუნების კანონებს ანტიკური ხანის მეცნიერები. 
ისაუბრა იმ კარდინალურ გარდატეხაზე, რომელმაც ხელი შეუწყო თანამედროვე მეცნიერების განვითარებას, კერძოდ თუ როგორ დაიწყო გალილეო გალილეით და ისააკ ნიუტონით ახალი ფიზიზკა და როგორ ჩაენაცვლა ის არისტოტელეს ფიზიკას. მოიყვანა მაგალითები, სადაც განხილული იქნა გალილეო გალილეის, ისააკ ნიუტონის და ალბერტ აინშტაინის აღმოჩენები ფიზიკაში.
ისაუბრა ლაპლასისა და კეპლერის შრომებზე, რომელიც ეხებოდა ციურ სხეულთა მექანიკას და პლანეტების წარმოშობას.


5. მარიამ გიორგაძე
ბუნება როგორც გადაშლილი წიგნი: განმარტა თუ რას შეისწავლის მეცნიერება სემიოტიკა. განმარტა მისი მიმართულებები: სინტაქტიკა, სემანტიკა და პრაგმატიკა. თუ როგორ ეხმარება და იყენებს ბიბლეისტი მას ბიბლიის ტექსტიტ წაკითხვა - გაგებისას და შეადარა იგი ბუნებას - როგორც წიგნს, რომელშიც ასევე არის ნიშნები  და ნიშანთა ერთობლიობები, რომელთა უკანაც რაღაც აზრია, რაც მის "წაკითხვაში" გვეხმარება 















ონიზ

პროექტის სახელწოდება: "ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო კუთხე" 

კლასი: VI, VII, VIII, IX, X, XI, XII

მოსწავლეთა რაოდენობა:  20 მოსწავლე

პროექტის ხანგრძლივობა: 1 თვე

პროექტის იდეა და მიზნები: მოსწავლეები მოიძევენ ინფორმაციას ევროკავშირისა და ნატოს  შექმნის, მიზნის, გაფართოების შესახებ. ამზადებენ ევროკავშირისა და ნატოს ხეს, სადაც განათავსებენ წევრი სახელმწიფოების დროშებს. ამზადებენ კუთხისთვის საერთაშორისო ორგანიზაციების შესახებ  ცნობარებს, სიმბოლოებს, კონვერტს სადაც წერენ წერილებს ევროპელ მეგობრებს. გამოთქვამენ მოსაზრებებს რა შეიცვლება საქართველოსთვის ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ. მოიძიებენ ინფორმაციას იმ ქართველების შესახებ, რომლებიც ისტორიულ წარსულში ცდილობდნენ ევროპასთან დამეგობრებას. 

პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით. ამზადებენ ევროკავშირისა და ნატოს ხეს,  ბუკლეტებს, კონვერტს. ასრულებენ ევროკაჳსირის ჰიმნს.

საჭირო რესურსები: ინტერნეტი, სახელმძღვანელოები, 

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს ეცოდინებათ ევროკავშირისა და ნატოს შექმნის, გაფართოების, მიზნების, შესახებ. კიდევ ერთხელ გაიხსენებენ იმ ქართველ წინაპრებს, რომლების მიისწრაფვოდნენ დაბრუნებოდნენ ევროპულ ოჯახს. გაეცნობიან ამ საერთაშორისო ორგანიზაციების დროშებს. გამოთქვამენ ვარაუდებს, როგორ შეიცვლება საქართველოს მომავალი გაწევრიანების შემთხვევაში.


მოსწავლეებს განუვითარდებათ უნარი მოიძიონ, დაამუშაონ და სხვებს გაუზიარონ ინფორმაცია.

























პროექტის სახელწოდება: საერთაშორისო კონფლიქტები.
პროექტის იდეა და მიზნები: საერთაშორისო ურთიერთობათა გამწვავების უკიდურესი ფორმა, რასაც ზოგჯერ შეიარაღებული შეტაკება მოჰყვება. 
         საერთაშორისო კონფლიქტების წარმოშობის მიზეზების და მათი მოგვარების (რისკების მინიმუმამდე დაყვანის) გზების გაცნობა. 
პროექტის მონაწილეები: XI კლასი. 
პროექტის ხანგრძლივობა: 2 კვირა.
აქტივობები: მოსწავლეები მოიძიებენ და დაახარისხებენ შესაბამის მასალას. შექმნიან თვალსაჩინოებას.
გააკეთებენ პრეზენტაციას. 
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაეცნობიან კონფლიქტების არსს, რა შედეგებემდე მიყავს კაცობრიობა შეიარაღებულ კონფლიქტს.  სიღრმისეულად გაეცნობიან მათ მიერ არჩეული საერთაშორისო კონფლიქტის წარმოშობის მიზეზებს. იმსჯელებენ კონფლიქტის დარეგულირების გზებზე.
განუვითარდებათ უნარები: ინფორმაციის მოძიების, დამუშავების,  დახარისხების; თანამშრომლობის,  პრეზენტაციის.









პროექტის სახელწოდება: კომუნიკაცისს საშუალებები.
პროექტის იდეა და მიზნები: მოსწავლეთა მიერ სხვადასხვა კომუნიკაციის საშუალებების გაცნობა.  
       დედამიწაზე არსებული სხვადასხვა კომუნიკაციის საშუალებების გაცნობა -  მათი ცნობა.
მონაწილეები: VIII კლასი.
პროექტის ხანგრძლივობა: 2 კვირა.
აქტივობები: ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და დახარისხება. თვალსაჩინოების შექმნა. პრეზენტაციის მოწყობა.
მოსალოდნელი შედეგები: გაიღრმავებენ ცოდნას  მათთვის აქამდე მეტ-ნაკლებად ცნობილ საკითხებზე.
განუვითარდებათ უნარები: ინფორმაციის მოძიების, დამუშავების და დახარისხების. პრეზენტაციის.






პროექტის სახელწოდება: 31 ოქტომბერი - შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე.
პროექტის იდეა და მიზნები: მოსწავლეები გაეცნობიან შავი ზღვის დაცვის მნიშვნელობას.
         მოსწავლეები გაეცნონ შავი ზღვის ეკოლოგიურ მდგომარეობას, დაბინძურების ძირითად გზებს. გააკეთონ დასკვნები და ეძიონ პრობლემების გადაჭრის გზები.  
         
პროექტის მონაწილეები:  IX კლასი. 
პროექტის ხანგრძლივობა: 3 კვირა.
აქტივობები: მოსწავლეები მოიძიებენ და დაახარისხებენ შესაბამის მასალას. შექმნიან თვალსაჩინოებას.
გააკეთებენ პრეზენტაციას. 
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაეცნობიან შავი ზღვის ეკოლოგიურ მდგომარეობას. გაარკვევენ შავი ზღვის თავისებურების მიზეზებს. მოიპოვებენ ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაცია BSEC - ზე. 
განუვითარდებათ უნარები: ინფორმაციის მოძიების, დამუშავების,  დახარისხების; თანამშრომლობის,  პრეზენტაციის.






პროექტის სახელწოდება: არა ქალზე ძალადობას..
პროექტის იდეა და მიზნები: ქალზე ძალადობის პრობლემის გაცნობა.
         მოსწავლეები გაეცნობიან ქალზე ძალადობის ძირითად გამომწვევ მიზეზებს.
 პროექტის მონაწილეები:  XI კლასი. 
პროექტის ხანგრძლივობა: 1 კვირა.
აქტივობები: მოსწავლეები მოიძიებენ და დაახარისხებენ შესაბამის მასალას. შექმნიან თვალსაჩინოებას.
გააკეთებენ პრეზენტაციას. 
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაეცნობიან ქალზე ძალადობის სტატისტიკას.
განუვითარდებათ უნარები: ინფორმაციის მოძიების, დამუშავების,  დახარისხების; თანამშრომლობის,  პრეზენტაციის.














პროექტის სახელწოდება: კონტინენტები
მოსწავლეების სამმა ჯგუფმა წარმოადგინა 3 კონტინენტი: ჩრდილოეთ ამერიკა, სამხრეთ ამერიკა, ავსტრალია.
პროექტის  და მიზნები: მოსწავლეები გაეცნონ კონტინენტების მდებარეობას, რელიეფს, კლიმატს, ბუნებრივ თავისებურებებს.
პროექტის მონაწილეები:  VIII  კლასი. 
პროექტის ხანგრძლივობა: 2 კვირა.
აქტივობები: მოსწავლეები მოიძიებენ და დაახარისხებენ შესაბამის მასალას. შექმნიან თვალსაჩინოებას.
გააკეთებენ პრეზენტაციას. 
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაეცნობიან კონტინენტების გეოგრაფიულ მდებარეობას, შიგა წყლებს, კლიმატს, ბუნებრივ ზონებს, კონტინენტებზე მდებარე გამორჩეულ სახელმწიფოებს.
განუვითარდებათ უნარები: ინფორმაციის მოძიების, დამუშავების,  დახარისხების; თანამშრომლობის,  პრეზენტაციის.




















ჩემ შესახებ